26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მინდა განვაცხადო, რომ სახელმწიფო უწყებები აბსოლუტურად კოორდინირებულად მუშაობენ - თემურ მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის ორ ცხედარზე გახდა საჭირო დნმ-ის ანალიზის ჩატარება, ხოლო დანარჩენების იდენტიფიცირება როგორც ექსპერტიზის ბიურომ, ასევე  ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

"ცხედრები საკმაოდ არის დაზიანებული სამწუხაროდ. ამ დროისთვის ორ ცხედარზე გახდა საჭირო დნმ-ის ჩატარება, დანარჩენი ცხედრის იდენტიფიცირება შეძლო როგორც ექსპერტიზის ბიურომ, ასევე  ოჯახის წევრებისგან იქნა ამოცნობილი.

პირველივე წუთებიდან არიან ჩართული ვართ სამინისტროები, რომლებიც უშუალოდ პასუხიმსგებლები ვართ მსგავსი ღონისძიების ჩატარებაზე. კოორდინირებულად, სინქრონულად რა თქმა უნდა. ყოველდღიურად დღეში რამდენიმეჯერ მიმდინარეობს საგანგებო თათბირი, წყდება გარკვეული ტექნიკური საკითხები, სამომავლო სტრატეგია აისახება. მინდა, რომ ხმამაღლა განვაცხადო, სახელმწიფო უწყებები აბსოლუტურად კოორდინირებულად, როგორც აქამდე არაერთ სხვა მსგავს შემთხვევებზე დღესაც მოწოდების სიმაღლეზე არიან და სწორედ ამის შედეგია ის, რაც დღეს არის სახეზე.

თქვენ პირადად ნახეთ ის უმძიმესი კადრები და მასშტაბი, რაც დატრიალდა შოვში. მიუხედავად ამ სირთულისა სწორედ ამ კოორდინირებული მუშაობის შედეგი არის ის, რაც დღეს ხდება. ეს არის ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგი. არ არსებობს საკითხი, რომელიც არ წყდება მყისიერად, მომენტალურად წყდება. ყველა სამინისტროს წარმომადგენელი გამოყოფილია და 24 საათის განმავლობაში საგანგებო შტაბშია, ადგილზე იმყოფებიან წარმომადგენლები და ყველაფერი ხდება ოპერატიულად და მყისიერად," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის ზონაში მაშველები 16 აედამიანს ეძებენ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ის 24 საათის განმავლობაში გრძელდება. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 18-ს შეადგენს.

 

 

დღის ამბები