26 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
სიტუაციას ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. პროცესში ჩართულები არიან მაშველები, ჯარისკაცები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. შამუგიამ მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

"ამ მძიმე ფონზე, სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება, ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე 2 დღის განმავლობაში ადრე წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას, ასევე, კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია სტიქიის შესახებ. ბევრი ასეთი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში, სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე ჩვენი სპეციალისტები გაემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში ისინი აქტიურად ახორციელებდნენ კვლევით სამუშაოებს. რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით დათვალიერება მთელი ხეობის და 24 საათიან რეჟიმში ისინი ყველა მონაცემის დამუშავებას ახორციელებდნენ," - აღნიშნა შამუგიამ.

დღის ამბები