26 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მისივე თქმით, შოვის სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

"ერთი რამ, რაც დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევებში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო,"– აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები