26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

დღის ამბები