26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის. ეს განცხადება ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას გააკეთა. ინფორმაციას ვატიკან ნიუსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით მიმართვისას, რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

სიტყვის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში "საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გვერდითაა."

"მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ," – განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები