26 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს - მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს. მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

უწყების კუთვნილი ტექნიკა სამძებრო ღონისძიებებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ მდებარეობაზე ახორციელებს. დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზონაში მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ. ასევე, დღის განმავლობაში დაძლეული იქნა ე.წ. მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა, აქტიურად მოხდა გზის შევსება ქვის ყრილით და ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებულია სამძებრო სამუშაოები,“ - აცხადებს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია.

დღის ამბები