26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ იმყოფება შოვში, სტიქიის ზონაში.


მისი თქმით, მინისტრი არ იმყოფება ადგილზე, თუმცა ყველა დეტალში ჩართულია და უწყება არის სრულად მობილიზებული.


„ბატონი ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით [საკითხი] და, აქედან გამომდინარე, ის თავად, ფიზიკურად აქ არ იმყოფება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულია. მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ხედავთ, როგორ მუშაობენ მაშველები, როგორ მუშაობს ტექნიკა და ა.შ. უწყება არის სრულად მობილიზებული, ამიტომ, თხოვნა არის, პაუხი ჩემგან მიიღეთ, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს [კითხვები]“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები