პაკისტანში, მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, არის 50-მდე დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მაუწყებელი იტყობინება. შემთხვევა სამხრეთ პაკისტანში სინდჰის პროვინციაში მოხდა, სადაც 10 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაჭრილი მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ადგილზე მობილიზებულია დამხმარე სამაშველო არმიის ჯგუფები.
რკინიგზისა და ავიაციის მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ყურადღებას სამაშველო სამუშაოებზე გაამახვილებენ და ავარიის მიზეზებს გამოიძიებენ.
აღსანიშნავია, რომ უბედური შემთხვევები პაკისტანის სარკინიგზო სისტემაზე ხშირია.