26 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პერიმეტრი მთლიანად დღის ბოლომდე იქნება ათვისებული - პაპუნა მარგველიძე

პოლიცია, ჯარი, კინოლოგები, მოხალისეები, დრონები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სამი უწყების მძიმე ტექნიკა - სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგად შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც ტრაგედიის ზონად ქცეულ შოვში სამძებრო ღონისძიება გრძელდება. უკვე მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. გაყვანილია ალტერნატიული გზებიც, რაც მაშველებსა და ჯარს მიუვალ ადგილებში შესვლის შესაძლებლობას მისცემს.რთულია ვითარება სტიქიის ეპიცენტრში, კურორტი შოვი და მათ შორის ე.წ კოტეჯების ტერიტორია სრულად მიწის მასითაა დაფარული.

რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ წუთებში სტიქიის ზონაში და რა სურათი დახვდათ მაშველებს იმ ზონებში, სადაც აქამდე შესვლა ვერ ხერხდებოდა - "კურიერის" კითხვას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ უპასუხა.

მარგველიძის განმარტებით, სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო სტიქიის პერიმეტრი მთლიანად დღის ბოლომდე იქნება ათვისებული.

"მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. ე.წ. ყალწისის წყლის ტერიტორიამდე ალტერნატიული მისასვლელი გზის მოწყობა ხდება. ამის გარდა, ჩვენ სოფელ გლოლის მოსახლეობამ გვთხოვა, რომ იქ არსებული მდინარის კალაპოტის დასუფთავება დაგვეწყო, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან იქნა დამუშავებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაიწყო უკვე აღნიშნული კალაპოტის გაწმენდა, რაც მოგვცემს სტიქიის პრევენციის შესაძლებლობას. მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში და პერიმეტრი მთლიანად დღის ბოლომდე იქნება ათვისებული," - განაცხადა მან.

დღის ამბები