სტიქიის ზონაში მუშაობს წითელი ჯვარი. დახმარების ცენტრები სტიქიის ეპიცენტრში, მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გლოლაშია განთავსებული. დაზარალებულებსა და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, ასევე, ხვდებიან მოხალისეებს თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან.