რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მაშველებმა მე-17 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, აქედან 7 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია.
ამ დროისთვის კიდევ 18 მოქალაქეს ეძებენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.