26 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16- მდე გაიზარდა

"მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი", - აღნიშნულია განცხადებაში

დღის ამბები