26 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
რაჭის შემთხვევაში ავიაციის როლი მინიმალურია იქიდან გამომდინარე, რომ ღვარცოფმა მთლიანი ტერიტორია დაფარა დაახლოებით ორ წუთში - "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი

რაჭის შემთხვევაში, ავიაციის როლი მინიმალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ღვარცოფმა მთლიანი ტერიტორია დაფარა დაახლოებით ორ წუთში, - ამის შესახებ "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა "კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ვატო ასათაშვილი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილზე იქნებოდა ვერტმფრენი, შედეგი განსხვავებული არ იქნებოდა.

"ფიზიკურად ვერაფერს ვერ შეძლებდა და მსხვერპლს სამწუხაროდ ვერ შეამცირებდა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ ადგილზე იქნებოდა ვერტმფრენი, ფიზიკურად ვერაფერს ვერ შეძლებდა, ანუ მსხვერპლს სამწუხაროდ ვერ შეამცირებდა. ზოგადად, რაც ავიაციას ეხება, ერთადერთი, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ, ეს არის ზემოდან მონიტორინგი, გადარჩენილების იდენტიფიცირება და მათი გამოყვანა, რაც შოვის შემთხვევაში, ვინაიდან ვიწრო ხეობაა და იქ, სადაც ხალხი იმყოფებოდა, მდინარის კალაპოტი იყო, ღვარცოფმა კი მთელი ტერიტორია დაფარა 2 მეტრზე მეტი საფარით, რეალურად ვერტმფრენები ვერც ვერაფერს გააკეთებდნენ", - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

დღის ამბები