26 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
გაიჭრა დამატებითი გზა და გაკეთდა დროებითი ხიდი, რომელმაც საშუალება მოგვცა გადაგვეყვანა დამატებით მძიმე ტექნიკა - ლერი ბარნაბიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში შესასვლელად გაიჭრა დამატებითი გზა და გაკეთა დროებითი ხიდი, რომელმაც საშუალება მისცა მაშველებს დამატებით მძიმე ტექნიკა შესულიყო ტერიტორიაზე.

მისი განმარტებით, სამძებრო-სამაშველო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს ტერიტორიაზე და სტიქიის ეპიცენტრში ოთხივე მხრიდან მოხდება გზის მიყვანა, რათა მაშველებმა ოთხივე მიმართულებით შეძლონ აქტიური მუშაობა.

"გაიჭრა დამატებითი გზა და გაკეთა დროებითი ხიდი, რომელმაც საშუალება მოგვცა გადაგვეყვანა დამატებით მძიმე ტექნიკა. როგორც იცით, აქამდე აღნიშნული ტექნიკა პირდაპირ მდინარეზე გადადიოდა და ვერ ახერხებდნენ გადასვლას თვითმცლელები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილის გასაწმენდად.

რაც შეეხება ძებნის ოპერაციას, ამ წუთებშიც გრძელდება და გაგრძელდება დამატებით. მოხდა ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა. დღეს ალბათ დამთავრდება და ოთხივე მხარეს მოხდება ამ ჩამოშლილ მასასთან მუშაობა და ოთხივე მხარეს შეეძლებათ სამაშველო ბრიგადებს მისვლა", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

დღის ამბები