26 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში, დაინახა, მაინც გააკეთა

ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს ფოტოს, სადაც აღბეჭდილია მამაკაცი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული, ფოტოს მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ დატოვებული და არავინ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ.

"ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას.

"გელა მთივლიშვილი, არ ვიცი რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს არასწორია და მართლა გამაოგნებელია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები