26 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი "მთის ამბების" მიერ გავრცელებულ ფოტოზე: ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ბევრი ვისაუბრეთ ამ მამაკაცმა და მე - ინტერესი რომ გქონოდათ, ფოტოს რაკურსის ძებნის ნაცვლად, მოხვიდოდით და მოგვისმენდით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოცემა "მთის ამბების" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მამაკაცთან, რომელმაც შოვში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შვილი დაკარგა, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან სასაუბროდ არავინ მიდის.

პაპუაშვილი "მთის ამბებს" მიმართავს და აღნიშნავს, რომ ბევრი ისაუბრა ამ პიროვნებასთან, თუმცა, გამოცემამ ამჯობინა ფოტის რაკურსი ისე მოეძებნა, რომ სოციალურ ქსელში მეტი გამოხმაურება მიეღო. პარლამენტის თავმჯდომარე ამ ფაქტს სირცხვილს უწოდებს.

"იმედია ამ სტატუსს წაშლით. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ბევრი ვისაუბრეთ ამ მამაკაცმა და მე. არ დავწერ რაზე. არც იმას, მაგ ფოტოზე რაზე ვმსჯელობთ. იმიტომ, რომ ინტერესი რომ გქონოდათ, ფოტოს რაკურსის ძებნის ნაცვლად, მოხვიდოდით და მოგვისმენდით. მაგრამ თქვენ, როგორც ჩანს, 3 ათასი რეაქცია და 108 გაზიარება ამჯობინეთ. სირცხვილია." - წერს შალვა პაპუაშვილი "მთის ამბების" Facebook- სტატუსის კომენტარში.

 

Open photo

დღის ამბები