26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს და ქართულ ჯარს, რომლებიც კატასტროფულ ვითარებაში მუშაობენ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან რამდენიმე აქცია დაიგეგმა, რომლითაც  რაჭაში სტიქიით დაზარალებულებისთვის წყლისა და საკვების შეგროვებას ცდილობენ. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან დაკარგულების ოჯახის წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობენ, ყველანაირი საჭიროებით არიან უზრუნველყოფილნი. მათ შორის დაკარგულების ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით.

"რამდენიმე მცდელობა ვნახე აქციის - შევაგროვოთ წყალი, საკვები, პლედები. არაფერი არ არის საჭირო, ყველაფერს უზრუნველყოფილია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელ ჯვარს, რომლებიც აქ არიან, მუშაობენ და უზრუნველყოფილნი არიან არა მხოლოდ ის ოჯახის წევრები, ვინც ეძებენ თავისიანებს, არამედ ყველა, ვინც აქ მუშაობს უზრუნველყოფილი არის საკვებითაც, წყლითაც. მათ შორის ოჯახის წევრები არიან დაბინავებულნი, ასე რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს და ქართულ ჯარს, რომლებიც კატასტროფულ ვითარებაში მუშაობენ. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე შტაბის ხელმძღვანელს - ბატონ პაპუნა მარგველიძეს, რომელიც ამ საკითხებს ორგანიზებას უწევს, მათ შორის იმისთვის, რომ მოსახლეობასთან იყოს სწორი კომუნიკაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები