26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
"მინდა რამდენიმე დეზინფორმაციას ხაზი გავუსვა... კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, რომ თავადვე აღიარონ ეს ტყუილი" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და ისედაც რთულ ვითარებაში ბევრი სპეკულაციაა. 

"მინდა რამდენიმე დეზინფორმაციას ხაზი გავუსვა. ახლახან ვნახე სატელიტის სურათი კოტეჯების, თითქოს დარღვევებით აშენებული კოტეჯებია, ამის წინააღმდეგ იბრძოდა მოსახლეობა და ამის ბრალია. ეს ფოტოსურათები ვინც დადო, არ ერკვევა რაჭა რა არის, შოვი რა არის და ბავშვობა არ გაუტარებია რაჭაში - ეს კოტეჯები 70-80-იანი წლებიდან არსებობს და ამ კოტეჯების პატრონს დაკარგული ჰყავს ოჯახის რამდენიმე წევრი. ამიტომ, ამ თემებით სპეკულირება ძალიან ცუდია ამ მდგომარეობაში.

კიდევ ერთი, თითქოს კალაპოტი იქნა შეცვლილი ახლახან - 60-იან წლებში არის ეს კალაპოტი შეცვლილი, როდესაც კურორტი შოვი კეთდებოდა და მას შემდეგ კალაპოტში არაფერი შეცვლილა. ასეც რომ ყოფილიყო ამ მასას ის ვერ გაიტანდა.

მეორე - თითქოს ორი დღე გუბდებოდა და დაწყვეტილი იყო ორი დღის განმავლობაში წყალი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. სენსორები აყენია მდინარე ჭანჭახზე, რომელიც რამდენიმე მეტრში ხიდზე გლოლის გასასვლელშია, სენსორებიც ადასტურებს, რომ ცვლილება არ ყოფილა წყლის დონეში იმის გათვალისწინებით, რომ ბუბას წყალი არის ჭანჭახის შენაკადი, ამიტომ ესეც ტყუილია.

მესამე - 2021 წლის გარემოს დაცვის ანალიზია, თითქოს ამ ხეობას აქვს საფრთხე და ესეც არის ტყუილი, ეხება აბსოლუტურად სხვა ხეობას, რომელიც უფრო ქვემოთ არის განთავსებული, ეს ტყუილიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დათესა, სხვებმა აიტაცეს და არც უნდათ, რომ უარყონ. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, რომ თავადვე აღიარონ ეს ტყუილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები