26 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის, იყო სპეკულაციები, არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა - შალვა პაპუაშვილი

უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა. იქნებოდა ეს ვერტმფრენების გამოყენება, ფიზიკური შესვლა თუ ტექნიკა - გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, სამი სხვადასხვა მიმართულებით კეთდება შესასვლელი გზა. ასე რომ, საჭიროება არ არის. არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო აქციონიზმი, რომელიც ხანდახან გარკვეულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში ახასიათებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ბოლო, მეცამეტე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

დღის ამბები