26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ტერიტორია, რომელშიც იყო შენობები და ტერიტორია, რომელსაც შოვად ვიცნობდით, ფაქტობრივად ამ სახით აღარ არსებობს, მთლიანად დაფარულია მიწით - შალვა პაპუაშვილი

"ის ტერიტორია, რომელშიც იყო შენობები და ტერიტორია, რომელსაც შოვად ვიცნობდით, ფაქტობრივად ამ სახით აღარ არსებობს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოწოლილი მასით 50 ჰექტარია დაფარული, რომლის სისქეც 3-5 მეტრია. მისივე თქმით, ქვა-ღორღთან ერთად ჩამოტანილია ყინულები, რომლის გამო მიწის მასა ჯერ ისევ სველია.

"ძალიან მძიმე სურათია, ეს არის დაახლოებით 50 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც სრულად არის დაფარული 3-5 მეტრი ქვა-ღორღით. ამ ტერიტორიაზე ჩანს, რომ არის ყინულის ლოდები, რომელიც მოიტანა მეწყერმა.

ის ტერიტორია, რომელშიც იყო შენობები და ტერიტორია, რომელსაც შოვად ვიცნობდით ფაქტობრივად ამ სახით აღარ არსებობს. მთლიანად დაფარულია მიწით და კადრებშიც ხედავს მოსახლეობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვა-ღორღის მასა ჯერ კიდევ არის სველი და რბილი შიგნით სიარული არის შეუძლებელი. ტექნიკის მეშვეობით ხდება გზების მიყვანა სხვადასხვა კერამდე. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ვხედავთ ტექნიკა როგორ მუშაობს, ფაქტობრივად შეუძლებელს აკეთებენ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად იმისთვის, რომ გზასთან ერთად ხიდიც მოეწყოს, რათა მაშველებმა შეძლონ სრული მასშტაბით მისვლა კერასთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები