რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მაშველებმა კიდევ ერთი, მე-13 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, აქედან 6 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია.
ამ დროისთვის კიდევ 23 მოქალაქეს ეძებენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.