26 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებ ღრმა სამძიმარს  - ილჰამ ალიევი შოვის ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერს სამძიმრის წერილს უგზავნის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შოვში განვითარებული სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

"პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვის საკურორტო ზონაში მომხდარი ძლიერი მეწყერის თაობაზე, რომელსაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი და ფართომასშტაბიანი ნანგრევები.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებ ღრმა სამძიმარს, დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და გამოვთქვამ იმედს, რომ სტიქიის შედეგები მალე იქნება აღმოფხვრილი", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღის ამბები