26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გაუქმდება - Black Sea Arena-ს გუნდი

Black Sea Arena-ს გუნდის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გაუქმდება,- ამის შესახებ ინფორმაცია Black Sea Arena-ს გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

"შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ. ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები