26 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
შოვში, ძებნა - შველის და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, რომელმაც პირველი დავალება უკვე მიიღო

კაპიტნის, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის S-4-ის უფროსის ნიკოლოზ გოგლიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი.

მისი განმარტებით, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა დავალება უკვე მიიღო და მიმდინარეობს ხიდის მონტაჟი. ამასთნ, გარკვეული პირადი შემადგენლობა მზადაა, მიიღოს შემდგომი დავალებები. 

"ონის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისათვის, ჩაერთო თავდაცვის ძალები, ასევე ჩაერთო საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, რომელმაც დავალება უკვე მიიღო. გარკვეულმა პირადმა შემადგენლობამ, უკვე დაიწყო გადაადგილება, რათა მოახდინონ ხიდის მონტაჟი. ასევე, გარკვეული პირადი შემადგენლობა მზადაა, მიიღონ შემდგომი დავალებები", - განაცხადა კაპიტანმა, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის S-4-ის უფროსმა ნიკოლოზ გოგლიძემ.

საქართველოს ”წითელი ჯვრის” საზოგადოების ლოჯისტიკის ოფიცრის ნიკა სკამკოჩაიშვილის თქმით, "წითელი ჯვრის" საზოგადოება საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და სასწრაფო დახმარების სამსახურთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს და ცდილობს დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინოს.

"წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და ასევე მოხალისეები სხვადასხვა მიმართულებით ჩართული ვართ დღევანდელ რეალობაში. აქ მუშაობენ, როგორც ფსიქოლოგები, ფსიქო-ემოციური დახმარებისთვის, ასევე არის კატასტროფების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება და დაგეგმარებაში კოორდინირების საგანგებო დეპარტამენტთან ერთად. ასევე, კოორდინაცია მიდის სასწრაფო დახმარებასთან ერთად. ჩვენ მათთა ერთად ვცდილობთ, რომ დაზარალებულებს, თვითმხილველებს გავუწიოთ პირველადი დახმარება", - განაცხადა საქართველოს ”წითელი ჯვრის” საზოგადოების ლოჯისტიკის ოფიცერმა ნიკა სკამკოჩაიშვილმა.

 

დღის ამბები