26 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა - შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და მასში თავდაცვის ძალები ჩაერთო

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა.

ონის მუნიციპალიტეტში, უკვე ორი დღეა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ოპერატიული შტაბი. დღეს ძებნის ოპერაციაში უკვე ჯარი ჩაერთო.

სამხედროების გარდა, ადგილზე მუშაობს 400 მეხანძრე მაშველი, პოლიციის დანაყოფები, კინოლოგები, მოხალისეები, ადგილობრივი მოსახლეობა, დრონები, სპეც ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზა გაჰყავს. დაწყებულია ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები