სტიქიის შედეგად დაღუპული ცხედრების ონში გადასვენება ვერტმფრენით გახდა შესაძლებელი. სტიქიის ზონაში ვითარება მძიმე რჩება. შოვში მიწის მასა გაშლილია დიდ ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ მაშველების მუშაობას ართულებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, სტიქიას შოვში 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე 210 ადამიანია გამოყვანილი. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 26 მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები.