სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში ორ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.