საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.
მისივე განცხადებით, მობილიზებულია ტექნიკა და ინფრასტრუქტურის აღდგენა დღეს დაიწყება.
"რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის, 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, დაზუსტება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. გარდა ამისა, ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და, როგორც ვგეგმავდით, დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი," - აღნიშნა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან.