26 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ ონის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა - შსს ავრცელებს სატელეფონო ნომერს, სადაც მოსახლეობას დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია

შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა.

თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ზაზა ცხაკაია, 
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი 
ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ შემდეგ ნომერზე: 598 913 089

დღის ამბები