26 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
სტიქიის ზონაში მყოფი რამდენიმე მოქალაქე აცხადებს, რომ ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი რამდენიმე მოქალაქე აცხადებს, რომ ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და მათ ვერ უკავშირდებიან. დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში უკვე შესულია.

მოქალაქეების თქმით, არ აქვთ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სამწუხაროდ, შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. 

მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარო იპოვეს. ცხედრებს მაშველებმა, მიწის მასაში, სასტუმროს მიმდებარედ მიაგნეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან ეს ადამიანები, ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. 

 

დღის ამბები