26 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი 2 ადამიანის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ცხედრებს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ

კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცხედრებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. 

მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარო იპოვეს. ცხედრებს მაშველებმა, მიწის მასაში, სასტუმროს მიმდებარედ მიაგნეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან ეს ადამიანები, ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. 

ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" შსს-ში ოფიციალურად დაუდასტურეს. 

დღის ამბები