26 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
რუსეთმა ხერსონის ოლქში მდებარე ეკლესია ორჯერ დაბომბა - რა ვითარება უკრაინაში ომის დაწყებიდან 526-ე დღეს

ომის დაწყებიდან 526-ე დღეს ერთმორწმუნე რუსეთის სამიზნე ისევ ეკლესია გახდა. საოკუპაციო ძალებმა ამჯერად ხერსონის ოლქში მდებარე წმინდა ეკატერინეს ტაძარზე მიიტანეს იერიში. იმ დროს კი, როცა ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა, რუსეთმა ეკლესია მეორედ დაბომბა. დაჭრილია 3 ადამიანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

საოკუპაციო ძალების სამიზნე ისევ გახდა უკრაინის დედაქალაქიც. რუსეთმა კიევს ისევ ღამით და ისევ შაჰედის დრონებით შეუტია. ამჯერადაც საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა ყველა მათგანი ჩამოაგდო.

რუსეთის არმიის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა დონეცკში, სადაც ახლა ფრონტის მთავარი ხაზი გადის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში თქვეს, რომ ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 44 შეტაკება მოხდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი მიმართულებით წინ წაიწიეს. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა.

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ბოლო ინფორმაციით, 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 499 ბავშვია. დიდია საქართველოს დანაკარგიც. რუსეთთან ბრძოლას უკრაინაში 48 ქართველი შეეწირა. დღეს სამშობლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ახლოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მებრძოლს კოჯორში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები