26 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახები დააზიანა - ყველაზე მეტი მოსავალი სოფელ ვაზისუბანში განადგურდა

ზაქარია ხეჩოშვილს ძლიერმა სეტყვამ მოსავლის 70% გაუნადგურა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეს ამ ნაკვეთის გარდა კიდევ ორო ბაღი აქვს. ახლა ცდილობს შერჩენილი ყურძნის მტევნების გადარჩენა მოახერხოს, რომ მოსავლის 30% მაინც აიღოს.

ძლიერმა სეტყვამ, ყველაზე მეტი მოსავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ვაზისუბნის მოსახლეობას გაუნადგურა. ზიანის ოდენობა, ნაკვეთების ადგილმდებარეობის და ზონების მიხედვითაა. მევენახეები დარჩენილ მოსავალთან ერთად, ვაზის გადარჩენასაც ცდილობენ. ახლა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს.

ძლიერმა სეტყვამ, ვენახებთან ერთად, ხეხილის ბაღებიც გაანადგურა. ალექსანდრე სოლომონიშვილს ატმის მოსავლის 70%-ის გადაყრა მოუწევს. ამბობს, რომ ნაყოფი არც საჭმელად გამოდგება და არც არავინ ჩაიბარებს. მხოლოდ დაზღვევის იმედი აქვს, რომ ფინანსური ვალდებულებების გადახდა მოახერხოს.

სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაციასა და დროულ რეაგირებაში დაზარალებულ მევენახეებს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. სტიქიის ზონაში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ 4 სოფელი დააზარალა. სტიქიამ რამდენიმე კვირის წინ არც ყვარელი დაინდო, მევენახეებს ყურძნის მოსავალი სრულად გაუნადგურა.

დღის ამბები