26 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

შოვში სტიქია დაახლოებით დღის 4 საათზე დაიწყო. შოვში, დღეს ჩამოწოლილ მეწყერს, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო.

მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.

დღის ამბები