შოვში, დღეს ჩამოწოლილ მეწყერს, ამ დროის მონაცემებით, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო. მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.
მეწყერმა 15-მდე ადამიანი წაიღო. საბედნიეროდ, მალევე გახდა ცნობილი, რომ ისინი კონტაქტზე იყვნენ და ყველა გადარჩა.
"კურიერმა" მეწყერში მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ამბობდა, რომ სტიქიას შვილთან ერთად სასწაულით გადაურჩა.
ამასთან, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ამოიყვანა მამაკაცმა ბავშვი მიწის მასიდან.
"კურიერის" ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან, შს სამინისტროს ინფორმაციით კი, ორი სამაშველო ვერტმფრენით მაშველები სტიქიის ადგილას მეწყერის დაწყებიდან მალევე გაემგზავრნენ.