პოლონეთში პოლიციამ 4 ქართველი დააკავა, რომლებსაც ავტობუსით 26 სირიელი მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ.
სამართალდამცველების ეჭვი ავტობუსის მძღოლის საქციელმა გამოიწვია. როგორც პოლიციამ გაარკვია, მიგრანტები პოლონეთში სლოვაკეთიდან მოხვდნენ, მათ ბრალს პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ.
რაც შეეხება ავტობუსის მძღოლსა და კიდევ სამ ეჭვმიტანილს, რომლებიც ქართველები არიან, მათ ბრალს სამართალდამცველები სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონო გადაყვანაში სდებენ.