თბილისში, "ლილოს" ბაზრობაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბაზრობაზე მუშაობდა, მასთან უცნობი პირი მივიდა და იარაღიდან გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.