”ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში გაიმართა. 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე მიაწოდეს.
კერძოდ, რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ამასთან ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობის და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.