რეიდს ბრაზილიაში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაცია რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, დაჭრილია ერთი ოფიცერი.
დაღუპულებს შორის არიან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები. პოლიციამ სპეცოპერაციის დროს შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ხელყუმბარები ამოიღო.