მორიგი შეტევა კიევზე, დედაქალაქზე თავდასხმა ირანული დრონებით განხორციელდა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატის ნეიტრალიზება შეძლეს.
წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა. ამავე ცნობით, უკრაინა ფრონტზე ორი მიმართულებით წინ მიიწევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ყოველი დარტყმა საერთო პრობლემაა.
"მივიღეთ შეტყობინება "შაჰიდების" ჩამოგდების შესახებ, ამ ერთი ღამის განმავლობაში სულ 37 "შაჰიდი" - საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან. იყო დარტყმები სამხრეთ რაიონებში - ოდესის რეგიონში, ჩვენს პორტებში.
ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ შეეგუოს რუსულ ტერორს. ყოველი დარტყმა საერთო პრობლემაა. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვის სტაბილურობასაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ჩვენს პორტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით,"- აცხადებს ზელენსკი.