26 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
სუხიშვილები ზღვაზე - ორი ილიკოს ქორეოგრაფია და ქართული ნაციონალური ბალეტის 78-წლიანი ისტორია ბათუმის სცენაზე

ქართული ნაციონალური ბალეტი სარეპეტიციო დარბაზში კონცერტების სერიისთვის ემზადება. სუხიშვილების გრანდიოზულ საგასტროლო რუკაზე ბათუმი ყოველ წელს მონიშნულია. 13 წლიანი ტრადიცია გრძელდება - სუხიშვილები ბათუმელ და საერთაშორისო მაყურებელს შავი ზღვის სანაპიროზე შეხვდება.

ბათუმში სტუმრობა ანსამბლისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია. კონცერტის პროგრამა შერეული იქნება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლასიკური და ქართული ცეკვები თანამედროვე ილეთებით - ნაციონალური ბალეტი აჭარაში ორ განყოფილებიან კონცერტს წარადგენს.

ძველი, ტრადიციული ქორეოგრაფიული ილეთების ახალ თანამედროვე ელემენტებთან შერწყმა - ეს "სუხიშვილების" 78 წლიანი ისტორიაა, ქართული ცეკვის ისტორიას კი ნაციონალური ბალეტი შავი ზღვის სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში უამბობს.

სუხიშვილები მაყურებელს, ტრადიციულად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შეხვდება. კონცერტების თარიღი უკვე ჩანიშნულია. ქართული ხალხური ცეკვის, კლასიკური ბალეტისა და თანამედროვე ცეკვების ნაზავს სუხიშვილები 13-დან 16 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთხელ წარმოადგენს.

დღის ამბები