26 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
განგაში იუსტიციის სახლში - ევაკუაციის მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა

დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში განგაში იყო, სადაც ანონიმური ზარის შედეგად ევაკუაცია გამოცხადდა. ბომბის არსებობის შეტყობინება 112-ზე შუადღეს შევიდა, რამაც შენობის დაცლა და იუსტიციის სახლის მუშაობის პარალიზება გამოიწვია თუმცა, უკვე ხუთ საათზე დოკუმენტების მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური მიკროავტობუსებიდან.

ფუნქციები ასევე გადაინაწილეს ვარკეთილის და გლდანის ფილიალებმა.

ზვიად გამსახურდიას სანაპიროს პირველ ნომერში თბილისის იუსტიციის სახლის გარდა განთავსებულია ეროვნული ბანკი და ასევე ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი. შენობაში დღის ბოლომდე მუშაობდნენ კინოლოგები და გამნაღმველები, თუმცა საეჭვო ვერაფერი ნახეს.

დღის ამბები