26 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
ორი ტაიფუნი აზიაში - პეკინის ქუჩებში დაკარგულ ადამიანებს ნავებით ეძებენ

ადიდებული მდინარეები და წყლით დაფარული მანქანები ქუჩებში - ტაიფუნ დოქსურის გამო, ჩინეთი მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. პეკინის ქუჩებში დაკარგულ ადამიანებს ნავებით ეძებენ. სტიქიას 34-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ პეკინსა და ჰებეის პროვინციაში სამძებრო სამუშაოებისთვის 15 მილიონი დოლარი გამოყო.

ათასობით ადამიანი საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანეს. მილიონობით ადგილობრივი რისკის ზონაშია მოქცეული. როგორც პრესა წერს, ეს აზიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველზე ძლიერი ტაიფუნია.

დოქსურის შემდეგ, კიდევ ერთმა ტაიფუნმა გადაუარა იაპონიას. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს ტაიფუნი "ხანუნი" დაატყდა თავს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია. სტიქიის გამო, კუნძულ ოკინავაზე დაახლოებით 220 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ზოგიერთ რაიონში შეფერხდა კომუნიკაციის საშუალებების მუშაობა.

გაუქმდა ასობით ავიარეისი, რამაც 65 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა. უსაფრთხოების სამსახურმა 700 ათასამდე მცხოვრებს, საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები