საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ჩაშლის მცდელობისთვის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი ბევრად მძიმეა, ვიდრე სხვა საქმეებზე წარდგენილი ბრალდებები. სისხლის სამართლის საქმეზე სპეცპროკურორი ჯექ სმითი და იუსტიციის დეპარტამენტის გამომძიებლები მუშაობენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
დონალდ ტრამპს, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რეალური საპრეზიდენტო კანდიდატია, ბრალი სხვა საქმეებზეც აქვს წარდგენილი. მათ შორის არის საიდუმლო დოკუმენტებთან არასწორი მოპყრობა, როდესაც მან სახელმწიფოს საიდუმლოს შემცველი მასალები თეთრი სახლიდან ფლორიდის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გადაიტანა და საპირფარეშოში ინახავდა. ბრალი, ტრამპს, ამ საქმეც სპეცპროკურორმა სმიტმა წარუდგინა. ყოფილი პრეზიდენტი სპეცპროკურორს შეშლილს უწოდებს.
კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმა იყო ის შედეგი, რაც ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარებას და მისი შეცვლის ფართომასშტაბიან ძალისხმევას მოჰყვა. სპეცპროკურორი 6 იანვარს დამდგარ შედეგს სწორედ ტრამპის ამ ძალისხმევას უკავშირებს.
უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მესამე ბრალია, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ტრამპის კამპანიის განცხადებით, ეს ყველაფერი წინა საუკუნის 30-იანი წლების ნაცისტურ გერმანიას ჰგავს. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი ნაკლებად მოქმედებს ტრამპის მომხრეებზე და ამ პროცესს კუდიანებზე დევნას უწოდებენ. მოქალაქეების ნაწილი კი ხალხს უსვამს, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.
ვაშინგტონის ფედერალურ საოლქო სასამართლოში, დონალდ ტრამპი ხვალ უნდა გამოცხადდეს.