26 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ანონიმური ზარი შემოვიდა ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ- რატომ გამოცხადდა იუსტიციის სახლში ევაკუაცია

იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა, მიმდებარე პერიმეტრი და შესასვლელები პოლიციას აქვს გადაკეტილი. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლში შევიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლიდან მოქალაქეები გაიყვანეს.

შენობაში რჩებიან სამართალდამცველები, კინოლოგები და გამნაღმველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ამ დროისთვის შენობაში შესვლა აკრძალულია.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 112 შესული ზარის საფუძველზე იუსტიციის სახლში დაუყოვნებლივ გამოცხადდა, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის ევაკუაცია.

" ანონიმური შეტყობინება შემოვიდა, რომელიც ეხებოდა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლშ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობას. დაუყოვნებლივ განხორციელდა ევაკუაცია. როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების გადაყვანა მოხდა შენობისგან მოშორებულ ადგილას", - განაცხადა ნატალია აბაშმაძემ.

 

დღის ამბები