პროკურატურაში 1 წლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ.
ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. 2022-2023 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა.
"ძალიან გაუმართლა ჩვენს სამსახურს, რომ თქვენნაირი წარმატებული ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში საქმიანობდით სტაჟიორებად. შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ასეთი წარმატებული, პროფესიონალი, ღირსეული კანდიდატებიდან შეგვერჩია ჩვენთვის მომავალი პროკურორები," - აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.