26 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
აფხაზეთში არასათანადო ჩაცმულობას ე.წ. მილიცია გააკონტროლებს – ჯარიმა 6000 რუბლია

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენისთვის სანქციები ამოქმედდა. დე-ფაქტო პარლამენტის სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარე დაუთ ხუტაბა ამბობს, რომ "კანონის" აღსრულებას ე.წ. მილიცია გააკონტროლებს.

"ამ კუთხით, ისევე როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველა სხვა მუხლზე პასუხისმგებელნი არიან შინაგან საქმეთა ორგანოები, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი სამმართველოები და შინაგან საქმეთა სამმართველოები ქალაქებსა და რაიონებში," - განაცხადა ხუტაბამ.

ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტუმით გამოჩენა ითვალისწინებს ჯარიმას 6 000 რუბლის ოდენობით.

დღის ამბები