26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს ის, ვისაც ექნება ხალხის ნდობა - გიორგი ვაშაძე

ჩაანაცვლებს თუ არა გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილს - გიორგი ვაშაძე 2024 წლის არჩევნებისთვის ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და ამბობს, რომ მზად არის კაბინეტს სათავეშიც ჩაუდგეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამას ხალხი გადაწყვეტს.

"მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა საქმის კეთებაზე. რა ფუნქციასაც დამაკისრებს ხალხი, იმ ფუნქციით ვიქნები. ვერავინ გამაჩერებს საქმის კეთებაში. მე რომ არაფორმალურად ვერავინ ვერასოდეს მმართავს ცხოვრებაში, ეს კარგად იცით.

პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელშიც იქნება საკვანძო პოზიციებზე პროფესიონალები წარდგენილი ჩვენი მხრიდან. ამ ჩრდილოვან კაბინეტს უხელმძღვანელებს ის, ვისაც ექნება ხალხის ნდობა. ამიტომ, ერთი წელია მანამდე და დროს წინ ნუ გავუსწრებთ,"- აცხადებს  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა კიდევ ერთხელ უარყო "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური გავლენები და მათთან კავშირი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ჯერ საკითხი არ განუხილავთ.  

"ლიდერები იქნებიან ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. "ნაციონალური მოძრაობის" და გამარჯვების პლატფორმის ლიდერი ლევან ხაბეიშვილია და ეს ყველამ კარგად იცის. გიორგი ვაშაძემ განაცხადა უკვე, რომ მას არც მოუთხოვია პრემიერ-მინისტრობა და ვერც მიიღებდა, ამიტომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არ იქნება სწორი და სხვა ინტერპრეტაცია არ სჭირდება ამას. სხვა ყველაფერი არის მანიპულაცია და მოგონილი ამბები.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის არის უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და საუბარი საარჩევნო სიებზე და პრემიერ-მინისტრზე ჯერ ნაადრევია," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები