ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად, იტალია სპეციალურ რეისს ნიშნავს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
საქმე ნიგერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ეხება. ამავე მიზეზით ნიგერიიდან საკუთარ მოქალაქეებს გაიყვანენ საფრანგეთი და ესპანეთიც.
ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც ნიგერმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ყველა კომერციული ფრენა გააუქმა.