26 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ჩაანაცვლებს თუ არა გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილს - ვაშაძე 2024 წლის არჩევნებისთვის ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს

ჩაანაცვლებს თუ არა გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილს - "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე 2024 წლის არჩევნებისთვის ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და ამბობს, რომ მზად არის კაბინეტს სათავეშიც ჩაუდგეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამას ხალხი გადაწყვეტს.

ამასთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა კიდევ ერთხელ უარყო "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური გავლენები და მათთან კავშირი.

"ჩვენ წარვადგინეთ ანაკლია-ლაზიკის პროექტი, რომელიც დღეს, უკვე ამუშავებული უნდა ყოფილიყო და 300 ათასი სამუშაო ადგილი შექმნილი უნდა ყოფილიყო. თქვენ ყველაფერს აკეთებთ დაკვლავ აგრძელებთ რუსული დავალების შესრულებას, რომ ეს პროექტი საქართველოში არ განხორციელდეს. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე, ბიუჯეტის ჭარბი შემოსავლები შემოსავლები სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, თქვენ კი ეს ფული გინდათ ჯიბეში ჩაიდოთ და პენსიონერები იმ უმძიმეს ყოფაში აცხოვროთ სადაც არიან.

ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, მათი განათლების, ცოდნის, გარემოს გაუმჯობესებაზე და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დაფინანსებით ხელის გამართვაზე, თქვენ კი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანა დატოვონ და კატასტროფული მიგრაცია კვლავ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დევნილებს, ვეტერანებს და სხვადასხვა ჯგუფებს როგორ გავუმართოთ ხელი, როგორ დავაყენოთ ფეხზე სოფელი და ქალაქი, თქვენ კი, კვლავ და კვლავ რუსულ დავალებას ასრულებთ და საბოტაჟს უცხადებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. თქვენ აღრმავებთ ურთიერთობებს და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორობებს აცხადებთ, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები